აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Monday, April 18, 2011

შენშია...


როცა ლოდინი არ გიყვარს და მიანც სულმოუთმენლად ელი... როცა იცი რომ ის შენშია და მაინც ელი... ვერ ეხები... არა და მეტად როგორღა უნდა შეეხო როცა ის მთლიანად გეხება... მეტიც, შენი ნაწილია, შენშია შექმნილი...

ელი... და ამ ლოდინსაც ეჩვევი... და ამ ლოდინში სწავლობ, გრძნობ, აკვირდები და მაინც ვერ ეხები, ვერ ხედავ... გინდა შეეხო, გინდა ამ შეხების ემოცია იგრძნო... გინდა ჩაიხუტო, მაგრამ არა, ისეთი სათუთია ვერ ჩაეხუტები, უბრალოდ შეეხო და მისი სუნი იგრძნო, გაითავისო...

ელი... და ამ ლოდინში გრძნობ, რომ გიყვარს... რაც დრო გადის მეტად გიყვარს... უკვე ეს გრძნობაც ცოტაა, ეს სიტყვაც ვერ იტევს იმ ემოციას და განცდას რაც მისდამი გაკავშირებს, არა და არც კი იცი როგორია, რანაირია... თუმცა რა აზრი აქვს, ის ხომ შენია, შენშია, შენთანაა... შენ კი მისი ხარ, მასთან ხარ, მაგრამ მასში ვერასდროს იქნები... ამიტომაცაა რომ სანამ მასშიც არ იქნება ამ ემოციას ვერ იგრძნობს ის... და ამიტომაცაა, რომ შენი სიყვარული მის სიყვარულზე მძაფრი და ძლიერი იქნება... გეყვარება და ეყვარები, მაგრამ შენ რომ იგრძნობ მას, ის ვერ გიგრძმონბს ისე, იმიტომ რომ, ის შენი ნაწილია, შენ კი მისი არა...

Sunday, April 10, 2011

გაგიშვი...

აღმოსავლეთით მზის სხივებს დავახვედრებ, უფრო მეტად გამათბობს მეთქი, მაგრამ არც მზის სითბომ უშველა იმდენად მიჩვეული იყო დასავლეთის სუსხს, მაინც სიცივე დამახვედრა წინ...

რამდენადაც მოულოდნელი და ძნელად დასაჯერებელი იყო ეს სიცივე, იმდენად ნაცნობი და რეალური აღმოჩნდა ჩემთვის და ჩემი სამყაროსთვის...

აღარ შეგიშალე ხელი, ჯობდა წასულიყავი, ეს სითბო შენთვის ნაადრევი აღმოჩნდა, შენ იქ სიცივეში დაიბადე, იქ გაიზარდე და ის სიცივე შენთვის მეტად მშობლიურია ვიდრე აქ, ჩემთან - აღმოსავლეთის სითბო და სიყვარული...

მე გაგიშვი...

Thursday, April 7, 2011

რაოდენ სამწუხაროა...


დგება დრო, როცა ვაცნობიერებ ვინ ვინ არის და მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმიას, მაინც განვაგრძობ დინებას მათთან ერთად და მათ გარეშე... თუმცა ცხოვრება წინაა და ისევ ბევრჯერ მომიწევს გავაცნობიერო ვინ ვინაა და ვინ უნდა გადაუხვიოს ჩემი ცხოვრების ბილიკებიდან...