აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Monday, April 18, 2011

შენშია...


როცა ლოდინი არ გიყვარს და მიანც სულმოუთმენლად ელი... როცა იცი რომ ის შენშია და მაინც ელი... ვერ ეხები... არა და მეტად როგორღა უნდა შეეხო როცა ის მთლიანად გეხება... მეტიც, შენი ნაწილია, შენშია შექმნილი...

ელი... და ამ ლოდინსაც ეჩვევი... და ამ ლოდინში სწავლობ, გრძნობ, აკვირდები და მაინც ვერ ეხები, ვერ ხედავ... გინდა შეეხო, გინდა ამ შეხების ემოცია იგრძნო... გინდა ჩაიხუტო, მაგრამ არა, ისეთი სათუთია ვერ ჩაეხუტები, უბრალოდ შეეხო და მისი სუნი იგრძნო, გაითავისო...

ელი... და ამ ლოდინში გრძნობ, რომ გიყვარს... რაც დრო გადის მეტად გიყვარს... უკვე ეს გრძნობაც ცოტაა, ეს სიტყვაც ვერ იტევს იმ ემოციას და განცდას რაც მისდამი გაკავშირებს, არა და არც კი იცი როგორია, რანაირია... თუმცა რა აზრი აქვს, ის ხომ შენია, შენშია, შენთანაა... შენ კი მისი ხარ, მასთან ხარ, მაგრამ მასში ვერასდროს იქნები... ამიტომაცაა რომ სანამ მასშიც არ იქნება ამ ემოციას ვერ იგრძნობს ის... და ამიტომაცაა, რომ შენი სიყვარული მის სიყვარულზე მძაფრი და ძლიერი იქნება... გეყვარება და ეყვარები, მაგრამ შენ რომ იგრძნობ მას, ის ვერ გიგრძმონბს ისე, იმიტომ რომ, ის შენი ნაწილია, შენ კი მისი არა...

No comments: