Sunday, December 26, 2010
ნაწილი ნაწილის გარეშე
სტუმრად წვიმის წვეთში
რეალობა
დასრულდა... გაქრა... თითქოს, არც ყოფილა...
შევძლებ კი რეალობას შევხვდე პირისპირ?
თუმც ის უკვე ჩემთანაა თანაც ისე ახლოს, რომ მარტო მე კი არა ყველა ხედავს...
არ მინდა მივესალმო... არ მინდა მივიღო... თითქოს ვერ ვხდეავ... არ ვიმჩნევ მის აქ, ჩემთან ყოფნას...
არა და რა ხმამაღალი და რა მკვეთრია ეს რეალობა საიმისოდ რომ დავინახო და ვაღიარო...
როგორი მძაფრი სუნი აქვს, იმდენადაც კი, რომ სულს მიხუთავს... ცოცხალი თავით არ მინდა ფანჯარა შევხსნა და სუფთა ჰაერს მივეძალო...
სულს თითქოს გლოვა აქვს გამოცხადებული და არ მინდა ხელი შევუშალო წარსულთან გამომშვიდობებაში... იტიროს... მაგრამ ვერც ტირის... იყვიროს? მერე და სულს სად შეუძლია კივილი? ცოდოა... როგორ სტკივა და ხმას ვერ იღებს... არა და ჩემია, ჩემშია, ჩემთანაა... თითქოს ლამობს ჩემიდან გასვლას, წასვლას, გაფრენას... მაგრამ როგორ დამტოვოს ასე უპატრონოდ, იცის რომ გავიყინები, გავლურჯდები და თეატრის მსახიობივით უშნო გრიმს დამადებენ... ჩვეულ ფორმას მომცმენ და დამივიწყებენ... ამიტომ ითმენს და ამიტომ რჩება აქ ჩემში...
როგორ მინდა...
შეძლებ კი ასე დამინახო?!
გადის ყოველი წუთი და ყოველი წამი... მიფრინავენ ლამაზი დღეები. მეც ვიზრდები, უკან ვიხედები და უკვე მენატრება ის განვლილი წლები... რამდენი რამე იცვლება ყოველ დღე ჩემს გარშემო. მათთან ერთად მეც ვკარგავ ძველ სახეს და რაღაც ახალს, უცხოს და უცნაურ ნიღაბს ვირგებ. ხან მომწონს ეს ნიღაბი, ხან კი საშინლად მაღიზიანებს. მერე და როგორია ეს გამოგონილი თუ ქვეცნობიერად ჩემეული ნიღაბი? - ლამაზი? მდიდრული? იქნებ არც ლამაზია და არც მდიდრული. აბა როგორია?! აი ეს არის საკითხავი - როგორია ჩემი ნამდვილი სახე? ან როგორ ხედავს სხვა ჩემს რეალურ პიროვნებას? იქნებ სხვისთვის ერთფეროვანი ვარ ან პირიქით... თუმცა მე ჩემი სახე სხვანაირი წარმომიდგენია...
ახლა საკუთარ თავს შემოდგომის პაწაწინა ფოთოლს შევადარებდი. თუმცა ვიყავი ხასხასა მწვანეც, დედის მკერდს მიბმული. ნელ-ნელა წამოვიზარდე... დრომ შემცვალა: ცოტა გავიზარდე, ფორმა შევიცვალე, “ფერები” აირია ჩემში. კარგად თუ დამაკვირდები სულ ყვითელი არ ვარ. ასე მარტო უგუნურნი მხედავენ. კარგად დამაკვირდი და დაინახავ რამდენი ფერია ამ პაწაწინა შემოდგომის ფოთოლში, რომელიც დედას მოსწყვეტია და ჯერ კიდევ ჰაერში ნავარდობს. მოასწარი და დაინახე ეს ფერები. ნახე ლალის ფერი, სულ ცოტა ოქროსფერიც. კიდევ დააკვირდი, გთხოვთ! ხედავთ? ახლა მარგალიტისფერსაც ამჩნევთ. გიშრისფერსაც ამოიცნობ, კონტურებს დააკვირდი. მოასწარი დაინახო, თორემ ძირს დავეცემი, შეიძლება სხვამ ფეხი დამადგას და წამებში ნაწილებად ვიქცე. გაქრება ჩემში ფერთა პალიტრა. ნეტავი დამინახავ ყველა ფერში? თუ მხოლოდ ყვითელი ვიქნები შენთვის?!!!
წეღან ნიღბები ვახსენე და ისიც ვიკითხე როგორია ეს სახეები. მარტო თაბაშირით როდია შექმნილი ისინი. არა ჩემო კარგო, შეხედე და დაინახავ ათასფერ მაქმანს, სხვადასხვა ძვირფას თვალს. კი, უბრალო თვლებიც არის გამოყენებული იმისთვის, რომ უბრალოებამ მეტი სისადავე შესძინოს ჩემს პიროვნებას. აი გიშერი. იცანი ხომ?! ეს ჩემი თვალებია. ლალი? ალბათ ათამდე თვალი დაითვალე... კი, კი, ეს მართლა ჩემი ტუჩებია. სპილოს ძვალიც ამოიცანი ხომ? მართალია ფერმკრთალია, მაგრამ ეს იმისთვის, რომ ღაწვები მეტად მორიდებულ ტონალობაში ყოფილიყო გამოძერწილი. არა, მე არ ვარ ამ ნიღბით უკმაყოფილო. არ მიყვარს მკვეთრი ფერები. მირჩევნია სადა ვიყო, ისევე როგორც მარგალიტი. ის ალმასივით არ ბრწყინავს. მასსავით ძვირფასი არ არის. თუმცა, იგი მეტად იდუმალია. იმდენად, რომ ოკეანის ფსკერზე იმალება, იქ სადაც მრავალფეროვნებაა და სადაც ამოუცნობი სამყაროა. ის სამალავიც არ ყოფნის და ნიჟარაში იყუჟება. როცა მას მოიპოვებ ძალიან სათუთია. იგი ფორმებსაც იცვლის ხელში მოძრაობისას. თუმცა როცა საბოლოო სახეს მოირგებს, სამუდამოდ ინარჩუნებს თავის სილამაზესა და სისადავეს.
და მაინც გადის დღეები. მეც მარგალიტივით ვიცვლი “ფორმებს”, სულ ცოტაც და მოვირგებ საბოლოო სახეს... ვიქნები მუდამ იდუმალი და თან გულღია, ძვირფასი და თან უბრალო, მბრწყინავი და თან გამჭვირვალე.

შემდეგი სადგური სხვისი გაჩერება...
არგრძნობის ქალაქში
თოვს... ირგვლივ გაყინული სახეები მოძრაობენ... არავინ საუბრობს... ყველა სადღაც მიიჩქარის... არანაირი სიხარული, არანაირი ღიმილი - მხოლოდ გაყინული სახეები და აჩქარებული ნაბიჯები...
უზარმაზარი დათოვლილი ცენტრალური მოედანი... კიდევ ერთი გაყინული სახე... ყინვისგან და სხეულის ტემპერატურისგან ჩაორთქლილი და დასველებული თმები... ვერ ხედავს ვერავის... ვერ ამჩნევს ვერავის... ვერ გრძნობს ვერაფერს... თუმცა რაღაც ემართება... რაღაც იბადება მასში... გარბის... სად? - სადაც იპოვნის... სადაც მეტად იგრძნობს...
დათოვლილი მოედანი... ქალის სახეეზე უკვე თბილი სისველე... დაღლა... დაცემა.. უკვე აშკარა ცრემლებიც...
გაყინული სახეების უმისამართო მოძრაობა არგრძნობის ქალაქში...
ცხელი ცრემლების ძალიან პატარა, შეუმჩნეველი კვალი თეთრ თოვლზე...
უკვე გრძნობს... სცივა ... და უკვე სტკივა... მორჩა...
ინტერვიუ სარკესთან
- გიყურებ და გაკვირდები... თან მომწონს და თან მაშინებს ჩემივე სახის დანახვა. ბევრჯერ ჩაგვიხედავს აქამდეც, მაგრამ მაშინ მთელი იყავით. რა მოხდა? იქნებ გაგვანდოთ?! რამ დაგბზარათ? თანაც ასე უცნაურად? ნახევარი მხარე სრულიად მთელია, ნახევარი კი საშინლად დანაწევრებული...
- მხოლოდ ერთს გეტყვით და თანაც მოკლედ: სილამაზე დედოფალია, რომელიც ცოტახნით ბატონობს!!!
- იქნებ დაკონკრეტდეთ...
- მოვა დრო და ის თავად დაგიკონკრეტებთ თქვენც და ყველა დანარჩენსაც...
- ესე იგი, მხოლოდ დროს შეუძლია სრულად გაგვცეს პასუხი და გავარკვიოთ რა მოხდა სინამდვილეში?
- თქვენ უბრალოდ არ გსურთ სიმართლე გაიგოთ და მიხვდეთ - რა არის რეალობა. მე გითხარით, რომ სილამაზე ცოტახნით ბატონობს, მას ყოველთვის მასზე ლამაზი ცვლის. თუ არ გჯერავთ, მოდით, დააკვირდით თქვენსავე სახეს და დარწმუნდებით. აი, ხომ ხედავთ? თავს იწონებთ. თქვენს თავს ეკეკლუცებით... ოდნავ აქეთ გამოიწიეთ, კიდევ აქეთ... ნუ ჯიუტობთ, ცოტა კიდევ... ახლა რატომ აღარ იღიმით?! არ მოგეწონათ თქვენს სახეზე გაჩენილი ხაზები? დააკვირდით კარგად! ნახეთ ზოგი როგორი წვრილია, ზოგიც მუქი. ნახეთ! აი, ეს ძალიან ღრმაა... სინამდვილეს და დროს ვერავინ გაექცევა. რატომ შეგაშინათ თქვენმა მომავალმა?
- ესე იგი, თქვენი თვითმიზანია წინასწარ ანერვიულოთ ადამიანი. დაანახოთ ის, რომ დროსთან ყველანი უძლურნი ვართ. ის, რომ ყოველი წელიწადის გასვლის მერე ათობით ხაზი გაგვიჩნდება სახეზე?!
- თქვენ ცდებით! მე მინდა გაგრძნობინოთ თქვენ, "ლამაზებს", რას გრძნობენ "ისინი", ცოტათი მაინც დაფიქრდეთ იმაზე, როგორ გინდათ მოგექცნენ იმ დროისთვის "ლამაზები", როცა სახე მთლიანად დახაზული გექნებათ ღრმა და შედარებით მსუბუქი ხაზებით.
- და როგორ ფიქრობთ? ყველა მიხვდება თქვენს სურვილს - იგრძნონ და დაფიქრდნენ?
- მე თუ არა, დრო აგრძნობინებს! დრო, რომელიც თავისით ჩაახედებს ნებისმიერს ამ დახაზულ ნაწილში... იყავით ლამაზები და თან გულისხმიერნი!!! თორემ დრო მოვა და...
ჰორიზონტს მიღმა...
სიბნელე თეთრი ჩრდილებით
თავის უფალი...
თავისუფლების მონა თავისუფალი ვერასდროს იქნებაო... არა და როგორ დამიმონა ამ გრძნობამ, როგორ მიმიზიდა და დამატყვევა. თითქოს ფრთები შემასხა, მაგრამ გაშლის უფლებას არ მაძლევს. აბა რისთვისღა მაჩუქა? მინდა გავბედო და ძალიან შორს გავფრინდე, ისე შორს, რომ უკან დაბრუნება გამიჭირდეს. რატომ განმსჯი?! და განა ვინ ხარ, რომ განმიკითხავ?! გინდა დავრჩე? აქ ვიყო?! მე არ მინდა! მე აქ სული ვარ სხვისსხეულში გამოკეტილი და მაიძულებენ ამ სხეულის ცხოვრებით ვიცხოვრო. რას მოვითხოვ? საკუთარი თავის უფალი მინდა ვიყო, მხოლოდ საკუთარი თავის უფალი! შენსას ხომ არ ვითხოვ?! საკუთარს ვითხოვ! ხომ ჩემია? ხომ მე მეკუთვნის?! აბა რატომღა მკიცხავ და განმიკითხავ?! აქ აღარ მინდა, აქ ფრენა მეკრძალება, მინდა გავფრინდე. სად? იქ, მზესთან ახლოს...
თავის უფალი...
თავისიფლების მონა თავისუფალი ვერასდროს იქნებაო... არა და როგორ დამიმონა ამ გრძნობამ, როგორ მიმიზიდა და დამატყვევა. თითქოს ფრთები შემასხა, მაგრამ გაშლის უფლებას არ მაძლევს. აბა რისთვისღა მაჩუქა?! მინდა გავბედო და ძალიან შორს გავფრინდე, ისე შორს, რომ უკან დაბრუნება გამიჭირდეს. რატომ განმსჯი?! და განა ვინ ხარ რომ განმიკითხავ?! გინდა დავრჩე? აქ ვიყო? მე არ მინდა! მე აქ სული ვარ სხვის სხეულში გამოკეტილი და მაიძულებენ ამ სხეულის ცხოვრებით ვიცხოვრო. რას მოვითხოვ? საკუთარი თავის უფალი მინდა ვიყო, მხოლოდ
უმადურნი...
რა მოხდებოდა ქვეყნად ყველა თანასწორი რომ იყოს?! ნეტა როგორი იქნებოდა მაშინ ცხოვრება? სითბო და სიმშვიდე მენატრება... სიმარტოვისა და ბოროტების არმიას დღემდე ვებრძვი. რამოდენიმე დღის წინ კითხვაც კი დავსვი, როდის უნდა დამთავრდეს ეს ბრძოლა მეთქი და პასუხიც მივიღე:... უნდა გცოდნოდა ამ ბრძოლისა და ომის სახელწოდება! "ბრძოლა სამარადჟამოდ"... აბა რაღატომ ვეძებ სულიერ სიმშვიდეს, თუ კი ამ ქვეყნად მაინც ვერ მოვიპოვებ მას... სამიტი არ შედგებაო, არცერთი მხარის მიერ არ აფრიალდება თეთრი დროშაო... ამდენი სისხლითა და სიძულვილით მიწაც კი გრგვინავს, ყინული დნება, ხმელეთი ქრება, ცეცხლს ალი ემატება, ჰაერი იკარგება, გრიგალი იბადება, სუნი მძაფრდება, ფერები მუქდება, ბუნება სუსტდება, გრძნობები იკარგება, ქრება, ნელდება, იჩაგრება... და ეს არ გაჩერდება?! ესე იგი არასოდეს?! არა და რა ლამაზია უფლის მიერ შექმნილი სამყარო... ყველაფერი მოგვცა იმისთვის, რომ ვიგრძნოთ რა არის სილამაზე და ბედნიერება... რატომ ვერ ვტკბებით იმით, რაც ღმერთმა გვაჩუქა კაცობრიობას? რა გვინდა მეტი? რატომ ვცდილობთ ყველაფერს მეცნიერული და ფილოსოფიური ახსნა მოვუძებნოთ? ხომ შეიძლება ცოტახნით მაინც შევჩერდეთ და უფალს მადლობა გადავუხადოთ ამ ულამაზესი სამყაროსთვის :( სამწუხაროდ დადგება ჟამი იმისა, რომ გვიანი იქნება... მე მეშინია, მე მართლა მარტო ვარ...
ნატვრის ხელოვნება
დღეს უცნაურ რაღაცაზე ვფიქრობდი... ნატვრა - ესეც ხელოვნებაა. რომ ინატრო, ამასაც ცოდნა უნდა... სწორად და ზუსტად უნდა ინატრო, ალბათ, რომ აგიხდეს... ხო და მეც ვინატრე... ვითომ სწორად? სულ რამოდენიმე საათი გავიდა, მაგრამ მაინც ასრულდა. ნატვრაში გამოვიყენე სიტყვა "ახლა", მაგრამ ეს "ახლა" შუაღამე იყო. ესე იგი არც მე მცოდნია ხელოვნების ეს დარგი, ან იქნებ ყოველთვის ამ რაღაცის დროს აგვიანებს ჩემი ნატვრა? - ფაქტია, დღემდე ასე ხდება... ან მაშინვე ახდება ხოლმე, მაგრამ იმ ახდენას არ ახდენილიყო აჯობებდა. არ ახდებოდა და მერე უფალს გავებუტებოდი - ასე ვნატრობდი, ასე გთხოვდი და არ ამისრულე მეთქი. ამიტომ ვიძახი, რომ ნატვრასაც თავისებური ცოდნა უნდა!!! რასაც ვნატრობ - ამიხდება, მაგრამ იმ ნატვრის გაგრძელება აღარ მომწონს... ისევ იმედგაცრუებული ვრჩები ხოლმე... :(
აი, მაგალითად, დღეს ხომ ამიხდა რაც ვინატრე... მაგრამ იმ ნატვრას რა მოყვა? ისეთი გაგრძელება, რაც ნამდვილად არ მინატრია!!!
როგორც ჩანს, ამ ხელოვნების დარგს კარგად ვერ დავეუფლე...

სიძველე, რომელიც წამის წინ ახალი იყო
გადის ყოველი დღე და მეტად გაოგნებული ვრჩები. ძველს თან ვივიწყებ და თან მაინც წარსულში ვიქექები. ვცდილობ ახალი შევქმნა და ახლით ვიცხოვრო, მაგრამ მაინც ძველით ვირთობ თავს. ალბათ, ძველია და იმიტომ.
დილა ახალით დავიწყე... რამდენი ხანია თეთრები არ ჩამიცვამს, დღეს კი უცებ სურვილი გამიჩნდა. ყველაფერი თეთრი მაცვია, თითქოს ეს ფერი სულს მიხალისებს. წესით, დილას, როგორც დაიწყებ ისე გაგრძელდებაო... ამას თუ დავუჯერებთ, ყველაფერი განსხვავებული და ახალი უნდა ყოფილიყო დღეს. კი, ასეც იყო, მაგრამ სიძველის სიყვარულმა მაინც იჩინა თავი. უცნაური სურვილი გამიჩნდა, უცნაური დილისთვის. წიგნების ქექვა დავიწყე, იმ წიგნების, რომლებიც ძალიან ძველია და უკვე მტვერი დასდებია. ისევ სიძველეში გადავეშვი ფიქრებით. ყოველი წიგნი სათითაოდ გადავშალე, გადავხედე და იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ რა ძველია ეს ყველაფერი, იმდენად ძველია, რომ სადღაც მაღლა, კარადაში მოვუძებნეთ ადგილი, ისინი უკვე დროის შესაბამისობაში ვეღარ მოდიან, ახლა ამით აღარავინ დაინტერესდება და ამიტომაც მტვერიც დასდებიათ მათ ფურცლებს.
ფიქრს ფიქრი მოსდევდა, სიძველიდან უფრო შორს, წარსულში ვიჭრებოდი, არ ვიცი რატომ, ან როგორ, მაგრამ წარმოვიდგინე ჯერ როგორ დაიწერა ის ლექსები, მოთხრობები, რომანები, წერილები, ნარკვევები, მერე როგორ იბეჭდებოდა, მერე როგორ ჩნდებოდა ჩვენთან სახლში. ჯერ თაროზე მხოლოდ ერთი წიგნი იდო, ახლა კი იმდენია მთელი დღეები გეყოფა თავის გასართობად. ყოველი ჟანრი, ყოველი თემატიკა, წლების მიხედვით, ნელ-ნელა შემოდიოდა ჩვენს სახლში.
მიკვირს და თან ძალიან... როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა ამდენის შეძენა, ჩუმად, ნელ-ნელა, ისე რომ ბოლოს მთელი ბიბლიოთეკა წარმოგვიდგინა ყველა ასაკის გათვალისწინებით: ძველი ზღაპრებიდან დაწყებული, უახლესით დამთავრებული, ლექსების კრებულები, ყველა გამოჩენილი მწერალი, ქართველიც და უცხოელიც აქ, ამ თაროებზეა. მხოლოდ ლიტერატურული ჟანრი როდია წარმოდგენილი. მე იქ ვნახე ისტორიული კვლევები, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების ტომეულები, უეცრად გადავედი ქიმიის ფურცლებზე, მერე ფიზიკის... ყველაზე მეტად რამაც გამაკვირვა იყო "ალგებრა და ისტორია"_ ისტორიული ამოცანები.
ამ ყველაფერმა სიხარბე მაგრძნობინა. მოთმინება დამაკარგვინა. ყველაფრის ერთად წაკითხვა მომინდა. ყოველი წუთი სიამოვნებას მგვრიდა. თითოეული ფურცლის გადაშლა, ის სუნი, მტვერი, არეულობა... ეს ყველაფერი ჩემშია. რაღაც საერთო ვიგრძენი. ისტორია ხომ მეორდება... ეს წიგნები თავიდან წინა თაროებზე იდო, ყოველ დღე იწმინდებოდა და იკითხებოდა (თითქმის), მაგრამ დღეს მტვერი დასდებიათ და აღარავის ახსოვს. მეც შემთხვევით, სიძველის სიყვარულმა გამახსენა მათი თავი.
დღეს მე ვარ ახალი, მეც ყოველ დღე მიყურებენ და მეფერებიან, გავა დრო და მტვერი მეც დამედება სიბერის სახით. პირველი ნაოჭი იქნება პირველი და შეუმჩნეველი მტვრის ნაწილაკი, და დადგება დღე, როცა ამ მტვერზე შეგეძლებათ თითის მოსმით რაღაც დაწეროთ და მერე წაიკითხოთ.
უი, ჩემი თეთრი ტანსაცმელი!!! მთლიანად მტვრიანი ვარ. გაქრა სითეთრე. უკვე რუხი ფერი შეეპარა მის სიქათქათეს. სიახლის შეგრძნებაც ნელ-ნელა ქრება ჩემში და ისევ სიძველეში ვეშვები. სიძველეში, რომელიც წამის წინ ახალი იყო...