აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

უმადურნი...

რა მოხდებოდა ქვეყნად ყველა თანასწორი რომ იყოს?! ნეტა როგორი იქნებოდა მაშინ ცხოვრება? სითბო და სიმშვიდე მენატრება... სიმარტოვისა და ბოროტების არმიას დღემდე ვებრძვი. რამოდენიმე დღის წინ კითხვაც კი დავსვი, როდის უნდა დამთავრდეს ეს ბრძოლა მეთქი და პასუხიც მივიღე:... უნდა გცოდნოდა ამ ბრძოლისა და ომის სახელწოდება! "ბრძოლა სამარადჟამოდ"... აბა რაღატომ ვეძებ სულიერ სიმშვიდეს, თუ კი ამ ქვეყნად მაინც ვერ მოვიპოვებ მას... სამიტი არ შედგებაო, არცერთი მხარის მიერ არ აფრიალდება თეთრი დროშაო... ამდენი სისხლითა და სიძულვილით მიწაც კი გრგვინავს, ყინული დნება, ხმელეთი ქრება, ცეცხლს ალი ემატება, ჰაერი იკარგება, გრიგალი იბადება, სუნი მძაფრდება, ფერები მუქდება, ბუნება სუსტდება, გრძნობები იკარგება, ქრება, ნელდება, იჩაგრება... და ეს არ გაჩერდება?! ესე იგი არასოდეს?! არა და რა ლამაზია უფლის მიერ შექმნილი სამყარო... ყველაფერი მოგვცა იმისთვის, რომ ვიგრძნოთ რა არის სილამაზე და ბედნიერება... რატომ ვერ ვტკბებით იმით, რაც ღმერთმა გვაჩუქა კაცობრიობას? რა გვინდა მეტი? რატომ ვცდილობთ ყველაფერს მეცნიერული და ფილოსოფიური ახსნა მოვუძებნოთ? ხომ შეიძლება ცოტახნით მაინც შევჩერდეთ და უფალს მადლობა გადავუხადოთ ამ ულამაზესი სამყაროსთვის :( სამწუხაროდ დადგება ჟამი იმისა, რომ გვიანი იქნება... მე მეშინია, მე მართლა მარტო ვარ...

No comments: