აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

თავის უფალი...


თავისუფლების მონა თავისუფალი  ვერასდროს იქნებაო... არა და როგორ დამიმონა ამ გრძნობამ, როგორ მიმიზიდა და დამატყვევა. თითქოს ფრთები შემასხა, მაგრამ გაშლის უფლებას არ მაძლევს. აბა რისთვისღა მაჩუქა? მინდა გავბედო და ძალიან შორს გავფრინდე, ისე შორს, რომ უკან დაბრუნება გამიჭირდეს. რატომ განმსჯი?! და განა ვინ ხარ, რომ განმიკითხავ?! გინდა დავრჩე? აქ ვიყო?! მე არ მინდა! მე აქ სული ვარ სხვისსხეულში გამოკეტილი და მაიძულებენ ამ სხეულის ცხოვრებით ვიცხოვრო. რას მოვითხოვ? საკუთარი თავის უფალი მინდა ვიყო, მხოლოდ საკუთარი თავის უფალი! შენსას ხომ არ ვითხოვ?! საკუთარს ვითხოვ! ხომ ჩემია? ხომ მე მეკუთვნის?! აბა რატომღა მკიცხავ და განმიკითხავ?! აქ აღარ მინდა, აქ ფრენა მეკრძალება, მინდა გავფრინდე. სად? იქ, მზესთან ახლოს...

No comments: