აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

რეალობა


დასრულდა...  გაქრა...  თითქოს,  არც ყოფილა...

შევძლებ კი რეალობას შევხვდე პირისპირ?

თუმც ის უკვე ჩემთანაა თანაც ისე ახლოს, რომ მარტო მე კი არა ყველა ხედავს...

არ მინდა მივესალმო... არ მინდა მივიღო... თითქოს ვერ ვხდეავ... არ ვიმჩნევ მის აქ, ჩემთან ყოფნას...

არა და რა ხმამაღალი და რა მკვეთრია ეს რეალობა საიმისოდ რომ დავინახო და ვაღიარო...

როგორი მძაფრი სუნი აქვს, იმდენადაც კი, რომ სულს მიხუთავს... ცოცხალი თავით არ მინდა ფანჯარა შევხსნა და სუფთა ჰაერს მივეძალო...

სულს თითქოს გლოვა აქვს გამოცხადებული და არ მინდა ხელი შევუშალო წარსულთან გამომშვიდობებაში... იტიროს... მაგრამ ვერც ტირის... იყვიროს? მერე და სულს სად შეუძლია კივილი? ცოდოა... როგორ სტკივა და ხმას ვერ იღებს... არა და ჩემია, ჩემშია, ჩემთანაა... თითქოს ლამობს ჩემიდან გასვლას, წასვლას, გაფრენას... მაგრამ როგორ დამტოვოს ასე უპატრონოდ, იცის რომ გავიყინები, გავლურჯდები და თეატრის მსახიობივით უშნო გრიმს დამადებენ... ჩვეულ ფორმას მომცმენ და დამივიწყებენ... ამიტომ ითმენს და ამიტომ რჩება აქ ჩემში...

როგორ მინდა...

 

 

 

 

 

 

No comments: