აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

შემდეგი სადგური სხვისი გაჩერება...


მატარებელი მიდის...  

"ფრთხილად კარები იკეტება.

შემდეგი სადგური სხვისი გაჩერება". მე ჩავედი...

ლეკვისთვალებისფერთვალება ჯამბაზი მოკვდა!

(ფარდა დაეშვა, აპლოდისმენტებმა ლამის დაანგრიეს სამყარო.)

და მიუხედავად ამისა, და მიუხედავად იმისა, რომ... 17 - ჯერ შესძახა სამყარომ "ბის" - ჯამბაზი სცენაზე აღარ (ან ვეღარ) გამოჩენილა...

მხოლოდ ერთადერთხელ გაიჟღერა ჯამბაზის სახელმა... მისი გაუჩინარებიდან მე-17 წელს. ერთ-ერთმა ბულვარულმა გაზეთმა აღმოაჩინა, რომ ადამიანს, სახელად "შენ" შენახული ჰქონდა ლეკვისთვალებისფერთვალება ჯამბაზის უკანასკნელი ხელნაწერი თუ სულნაწერი პოეტური სტრიქონებისა, რომელიც ასე მთავრდებოდა:

"წავალ! ადვილად რომ გადაიტანო უჩემობა...

აღარ მოვალ!

მე უკვე ცის ფსკერზე დაგტოვე...

მე კარგი ვარ...

ვიცი,

აღარც შენ მოხვალ აღარასდროს ჩემთან...

და, ასე უსულოდ გააგრძელებ, ალბათ, ცხოვრებას...

სული ჩემთან დაგრჩა...

მე... მციოდა"...

No comments: