აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

ნაწილი ნაწილის გარეშე

ჩუმად ვარ... გელი... ისიც არ ვიცი სად ხარ... ალბათ "საქმეზე". ვიკითხო?

- არა! პასუხი ხომ უკვე ვიცი?!

- "საქმეზე"... ისევ ჩუმად ვარ და კვლავ გელი... გარშემო ხმაური მეტულობს, გულის ძგერას ვგრძნობ, ველი... მერე და რატომ? მენატრება... და მერე რა?! ისიც მეტყვის, რომ ვენატრები, მაგრამ...

- გიყვარს?

- კი! უზომოდ! უსაშველოდ! არანორმალურად!

- მაშინ გაუგე! შენ ის ასეთი შეგიყვარდა და ახლა რას სთხოვ?

- მე არაფერს! საერთოდ არაფერს!!!

- აბა რატომღა განიცდი? აბა რატომ გიცემს გული ასე?

- მენატრება...

- მონატრება ხომ მოძრავია. ის იმიტომ არსებობს, რომ გენატრებოდეს.

- ხო და მენატრები! ხო და გულიც იმიტომ მიძგერს ასე... მე უმისობა მტკივა... მე უმისობა მაცარიელებს... მე უმისობა ხალისს მართმევს.

- მერე და რატომ?!

No comments: