აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

ერთ დღეს გითხარი....


ერთ დღეს გითხარი, ჩემო "მეგობარო" - ასე მგონია, ცივ და ბნელ ოთახში ვარ გამოკეტილი მეთქი. იმდენი ხანი ვიყავი ამ ოთახში თვალი სინათლეს მთლიანად გადაეჩვია...  უფალმა გამოცდა მომიწყო და კარები გამიღო...

უეცრად შევნიშნე - კარი შეხსნილია! ეს ყველაფერი თბილმა ნიავმა მაგრძნობინა. თავიდან არ მჯეროდა. მერე უცებ წამოვხტი. გიჟივით ვეცი სახელურს, კარი გავხსენი და გარეთ გავარდი... საოცარი სინათლე, საოცარი სითბო, სურნელი და უზარმაზარი სივრცე დამხვდა ერთ წამში წინ... უცებ თვალები დამეხუჭა. სითბოც ვეღარ ავიტანე. იმდენი ხანი სიბნელეში და სიცივეში ვიჯექი, უეცარმა სინათლემ და სითბომ ყველაფერი ამატკივა. ვეღარ გავძელი და ისევ სიბნელეს შევაფარე თავი... ისევ იმ გაყინულ და ბნელ ოთახში შევვარდი, მაგრამ კარები აღარ დამიხურავს... არ უნდა მეჩქარა. ნელ-ნელა უნდა მივჩვეოდი სინათლესა და სითბოს, ნელ-ნელა მეგრძნო რა არის "მზის" ძალა... სითბოს და სინათლის სიტკბოება უკვე ვიცი. ახლა  უნდა ვეცადო გავიდე გარეთ, იქ "მზესთან" ახლოს...

No comments: