აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

ფიქრებს შევუყვარდი ...


დავიღალე... თუმცა არ ვიცი რამ დამღალა. იქნებ ყველაფერმა, ან არაფერმა.

ვინ ვარ?   - არ ვიცი...

რა მინდა?   - არც ეგ ვიცი...

ვინ მინდა?  -  აბა რა ვიცი...

და საერთოდ რა ვიცი?!

დავიღალე... ვგრძნობ, რაც ვიზრდები, მეტად ვიცვლბი. ზოგი ამ ცვლილებას ვერც კი გრძნობს, მაგრამ მე განვიცდი. ამდენი ფიქრი... ზედაპირზე ტივტივს ვერ ვიტან. სიღრმეები მიზიდავს. იქ კი ქაოსია. ერთ კითხვას მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ასე გაუთავებლად. აბა აქ როგორ დავისვენებ?

დავიღალე... სიყალბემ შემათვაიე. ცდილობს, ზოგჯერ მაინც შემომიაროს სულის რეზიდენციაში.  ის ხომ ყველა სამიტს ესწრება.

დავიღალე... ფიქრებს შევუყვარდი და ვგრძნობ, რომ მეც ძალიან მიყვარდება. ეს სიყვარული ძალიან ბობოქრობს და მეშინია...

დავიღალე... ადამიანების ცვალებადობით დავიტანჯე. რას უნდა ველოდ ხვალ სხვებისგან?

დავიღალე... ჩემმა ბუნებამ ჩამითრია, სადღაც ძალიან სიღრმეში ჩამიყვანა და იქ დამიდო ბინა. მხოლოდ იქ ვარ ის, რაც ვარ. იქ არავის უკვირს ის, რომ ასეთი ვარ, მაგრამ დავიღალე... მე არ ვიცი ვინ ვარ...

დავიღალე...

და შენ იცი ვინ ხარ?!...

No comments: