აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

ნატვრის ხელოვნება

დღეს უცნაურ რაღაცაზე ვფიქრობდი... ნატვრა - ესეც ხელოვნებაა. რომ ინატრო, ამასაც ცოდნა უნდა... სწორად და ზუსტად უნდა ინატრო, ალბათ, რომ აგიხდეს... ხო და მეც ვინატრე... ვითომ სწორად? სულ რამოდენიმე საათი გავიდა, მაგრამ მაინც ასრულდა. ნატვრაში გამოვიყენე სიტყვა "ახლა", მაგრამ ეს "ახლა" შუაღამე იყო. ესე იგი არც მე მცოდნია ხელოვნბის ეს დარგი, ან იქნებ ყოვეთვის ამ რაღაცის დროს აგვიანებს ჩემი ნატვრა? - ფაქტია, დღემდე ასე ხდება... ან მაშინვე ახდება ხოლმე, მაგრამ იმ ახდენას არ ახდენილიყო აჯობებდა. არ ახდებოდა და მერე უფალს გავებუტებოდი - ასე ვნატრობდი, ასე გთხოვდი და არ ამისრულე მეთქი. მიტომ ვიძახი, რომ ნატვრასაც თავისებური ცოდნა უნდა!!! რასა ვნატრობ - ამიხდებ, მაგრამ იმ ნატვრის გაგრძელება აღარ მომწონს... ისევ იმედგაცრუებული ვრჩებ ხოლმე... :(

აი, მაგალითად, დღეს ხომ ამიხდა რაც ვინატრე... მაგრამ იმ ნატვრას რა მოყვა? ისეთი გაგრძელება, რაც ნამდვილად არ მინატრია!!!

როგორც ჩანს, ამ ხელოვნბის დარგს კარგად ვერ დავეუფლე...

 

No comments: