აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, December 26, 2010

სტუმრად წვიმის წვეთში


რაღაცნაირი სიჩუმით სავსე ოთახში სიბნელე ნელ-ნელა შემოიპარა. თავი არ მქონდა მის მაგივრად სინათლე შემომეპატიჟებინა. ვგრძნობდი ძალა უფრო და უფრო მეცლებოდა და სავარძელში იმაზე მეტად ვიძირებოდი ვიდრე ოდესმე. წამიერი სიფხიზლე შემოიჭრა გაღებული ფანჯრიდან - წვიმა მესტუმრა სინათლის ნაცვლად. მზერა გამეყინა, სადღაც, ფანჯრის მიღმა, წვიმის წვეთებს შორის, თითქოს, მეც იქ აღმოვჩნდი, წვიმის წვეთად ვიქეცი. ვგრძნობდი ზემოდან ქვემოთ დაშვების ემოციას, მიწაზე დაცემას, გაშლას, სადღაც ჩაღვენთვას და შთანთქვას, მერე ისევ წვიმის წვეთად გადაქცევას... ვგრძნობდი, რომ მეტად ვიძირებოდი არარსებულ სივრცეში, უბრალოდ მივყვებოდი აუღელვებლად, თან გარშემო ვიყურებოდი, ვცდილობდი ყველაფრისთვის შემევლო თვალი, მომესწრო ყველაფრის დანახვა და აღქმა. სიღრმე მეტად იზიდავდა წვიმის წვეთში, მის სიღრმეში აღმოჩნდი, ისე სწრაფად ეშვებოდა, თითქოს ჩქარობდა დაბლა დანარცხებას და ჩემს თავიდან მოცილებას, თითქოს ვაწუხებდი, მე უცხო, ამქვეყნიური, მასში რომ აღმოჩნდი და მისი სამყაროს გაცნობას შევეცადე...

... დაცემის საშინელი ხმა, შხეფების უგზოუკლოდ გაფანტვა, დაცემისგან ძლიერი ტკივილი, ტკივილისგან სიფხიზლე, სიფხიზლეში წვიმის ხმა, ამ ხმაურშ რეალური- მე...

1 comment:

Arsen said...

"სიღრმე მეტად იზიდავდა წვიმის წვეთში..." – სუპერ! ძალიან მომეწონა!